„იმ რესურსით რა რესურსიც გვაქვს ვცდილობთ მაქსიმალურად ვიყოთ აქტიურები და დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვინც მთელ საზოგადოებას ეხმარება, ობიექტური ინფორმაციის მიწოდების გზით“— ილონა დიასამიძე, „მედიაომბუდსმენის“ წარმომადგენელი
რუსული კანონის საქმეზე 18 ჟურნალისტი და ოპერატორი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. მედიის წარმომადგენლების ინტერესებს „მედიაომბუდსმენი“ იცავს