როგორ ცდილობს ხელისუფლება მარტის აქციების და მისი მონაწილეების დისკრედიტაციას - ლაზარე გრიგორიადისი, ამის ყველაზე მკაფიო მაგალითია, თუმცა ხელისუფლება ასეთივე პროპაგანდით ებრძვის არა მხოლოდ ახალგაზრდებს, ებრძვის 6 მარტის აქციაზე დაშავებულ ზაზა ბიღიაშვილსაც, რომელმაც აქციის დაშლის დროს, მხედველობა დაკარგა. მმართველი პარტიის სპიკერი გია ვოლსკი, საჯაროდ, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, 55 კაცის მდგომარეობას და ჟურნალისტებთან არკვევს, მართლა გახდა თუ არა მხედველობის დაკარგვის მიზეზი, აქციაზე მომხდარი შემთხვევა, როცა სავარაუდოდ მხუთავი აირის ბალონი, ბიღიაშვილს თვალში მოხვდა. ზაზა ბიღიაშვილს, აქვს სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება, რომ დაზიანებული თვალიდან, ის ვერასოდეს დაინახავს. თუმცა ექიმების დასკვნის მიუხედავად, მას დაზარალებულის სტატუსს მაინც არ აძლევენ.
ჩვენი დროის გმირი - შაბათის ფორმულა
08 აპრ 202320:29
3 წუთის საკითხავი