logo
ENG



ჩვენი პაციენტების ორ მესამედს აქვს პნევმონია - ენდელაძე

06 აპრ 202019:37
3 წუთის საკითხავი
 
rwxkicbcf6fg0r3.jpg

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, მათთან მყოფი პაციენტების 2/3-ს აქვს პნევმონია, მათგან ექვსის მდგომარეობა კი მძიმეა. კრიტიკულად ერთი პაციენტი ითვლება.

„ამჟამად ჩვენთან არის 38 დადასტურებული შემთხვევა, გაწერილი გვყავს 29. ამ 38-დან 6 მძიმეა, 1 კრიტიკულად მძიმე. მოიმატა სიმძიმემ - გამოჩნდა მეტი პნევმონიები, ასე ხდება დინამიკაში, შეიცვალა ასაკობრივი ზღვარი. ახლა 2/3-ს მაინც აქვს ფილტვების ანთება. 60 წელს გადაცილებულებმა იმატა და იმატა სიმძიმემაც. მართვითი სუნთქვა არ სჭირდება არავის, მაგრამ ველოდებით, რომ მალე დაგჭირდება აპარატები. მძიმე მდგომარეობა არ გვაქვს ბავშვებთან. ანალიზების პასუხები დღის ბოლოს იქნება. ზუსტად არ ვიცი, რამდენი ადამიანის ანალიზია გადაგზავნილი. ამ დღეებში იქნებიან გამოჯანმრთელებულებიც და გავწერთ", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

​შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული 188 შემთხვევაა ქვეყანაში - აქედან 36 პაციენტი უკვე გაწერილია, ხოლო სამწუხაროდ 2 პაციენტი გარდაიცვალა.


close დახურვა