logo
ENG



ჩინეთი და სირია სტრატეგიული პარტნიორები ხდებიან

22 სექ 202318:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/22/wm0np3dvmwru6fx.jpg

ჩინეთმა განაცხადა, რომ სირიასთან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. პრეზიდენტი სი ძინპინი პარასკევს სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს შეხვდა.

სი ძინპინმა განაცხადა, რომ პარტნიორობა "მნიშვნელოვანი ეტაპი გახდება ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში".

"არასტაბილურობითა და გაურკვევლობით სავსე საერთაშორისო სიტუაციის წინაშე, ჩინეთი მზადაა, სირიასთან მუშაობა განაგრძოს, მტკიცედ მხარი დაუჭიროს, ხელი შეუწყოს მეგობრულ თანამშრომლობას და ერთობლივად დაიცვას საერთაშორისო სამართლიანობა და სამართლიანობა", - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.

ასადი ჩინეთში ხუთშაბათს ჩავიდა. შაბათს კი აზიური თამაშების გახსნას დაესწრება.

პეკინი დიდი ხანია ასადის რეჟიმის მხარს უჭერს და გაეროს უშიშროების საბჭოში დიპლომატიურის მხარდაჭერის ფარგლებშიც, სადაც ჩინეთი მუდმივი წევრია და რვაჯერ გამოიყენა ვეტოს უფლება ასადის მთავრობის მაკრიტიკებელი რეზოლუციების დასაბლოკად.

საერთაშორისო გამოძიება სამოქალაქო ომის დროს ასადს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. მისი რეჟიმი კი კვლავ დასავლეთის სანქციების ობიექტი ხდება.

მიმდინარე წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საქართველო და ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებდნენ. 


close დახურვა