კორონავირუსთან სამთვიანი ბრძოლის შემდეგ ჩინეთი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.
ქვეყნის მთავარი ღირსშესანიშნაობა - ჩინეთის კედელი ტურისტებისთვის გაიხსნა. თუმცა დამთვალიერებლებს ჯერჯერობით მხოლოდ ბალადინის მონაკვეთის მონახულება შეუძლიათ.
ადრე თუ ამ ადგილს ყოველდღიურად 600 ათასი ადამიანი სტუმრობდა. დღეს მხოლოდ 1000 ტურისტი იმყოფებოდა.