logo
ENG



ჩინეთმა საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

14 მარ 202011:35
3 წუთის საკითხავი
 
e18bb1ssdj85m84.jpg

საქართველოში ჩინეთის ელჩის, ლი ენის ანცხადებით, ჩინეთის პროვინცია სიჩუანი საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობასა და დიაგნოსტიკურ რეაგენტებს უსასყიდლოდ გადასცემს. ამ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ჩინეთის საელჩომ ორგანიზება გაუწია რამდენიმე ქვეყნის შეხვედრას, მათ შორის საქართველოს მონაწილეობით, სადაც ჩინელმა ექსპერტებმა ექიმებს გამოცდილება გაუზიარეს.

 


close დახურვა