logo
ENG



ჩინეთს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

02 თებ 202011:12
3 წუთის საკითხავი
 

ჩინეთის გარეთ, კერძოდ, ფილიპინებში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოური მედია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს.

ცნობილია, რომ გარდაცვლილია 44 წლის ჩინელი კაცი, რომელიც ფილიპინებში უხანიდან იყო ჩასული, სადაც კორონავირუსი პირველად გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ იგი ჯერ კიდევ ფილიპინებში ჩასვლამდე იყო ვირუსით დაავადებული.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი 25 ქვეყანაში დაფიქსირდა. აქედან  გარცვლილია 300-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაავადებულია 14 ათასი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოაცხადა. 

 


close დახურვა