ჩინეთი ის 5-სართულიანი სასტუმრო ჩამოინგრა, სადაც ათობით მოქალაქე კარანტინში იყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჩინური მედია ავრცელებს.
ცნობილია, რომ მაშველებმა დაახლოებით 30 ადამიანის ნანგრევებიდან გამოყვანა მოახერხეს. თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია.