logo
ENG



ჩინეთში მცხოვრები ქართველი:ფრთხილად არიან, ერიდებიან გარეთ გასვლას

30 იან 202020:12
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიო მომაკვდინებელ ვირუსს ებრძვის. კორონავირუსი ჩინეთის გარდა მსოფლიოს 20 ქვეყანაში გამოვლინდა. ჩინეთში კი დაღუპულთა რიცხვი 170 ამდე გაიზარდა, ინიფიცრებულთა რაოდენობა 8 ათასს აღწევს.

„ფორმულა“ ჩინეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ესაუბრა, რომელიც გვიყვება, რომ პეკინთან მიმდებარედ ცხოვრობს, უხანიდან 800 კილომეტრით დაშორებით, თუმცა მსოფლიოს უდიდეს ქალაქში მოქალაქეები უკვე სახლიდან არ გამოდიან. 

ჩინეთში მცხოვრები ქართველი გიორგი ხურციძე საუბრისას აღნიშნავს, რომ საზოგადოება გარეთ გასვლისგან თავს იკავებს. ხურციძე აცხადებს, რომ დიდ ქალაქებში ვირუსის განმეორების შემთხვევები აპრილ-მაისამდე არ ჩაივლის, თავად კი ორი კვირის თავზე სამშობლოში დაბრუნდება.

„პანიკა ესე ქუჩაში არ იგრძნობა, მაგრამ ხალხი თითქმის ქუჩაში არ არის, მაგალითად ორშაბათიდან პარასკევამდე თუ საცობები იყო დღეს არაა, ორი სამი მანქანა თუ გაივლის, ამიტომ ფრთხილად არიან ერიდებიან გარეთ გასვლას თუ აუცილებლობა არ არის. უახლოესი ორი კვირა ვრჩები და მერე ორი კვირის თავზე ალბათ უკვე წამოვალ, იმიტომ, რომ ისედაც არ აქვს აზრი დარჩენას. ვარაუდობენ, რომ დიდ ქალაქებში აპრილ-მაისამდე არ გაივლის პატარ-პატარა აფეთქებები მიუხედავად იმისა, რომ უხანში დასტაბილურდება. დასტაბილურება ნიშნავს იმას, რომ მათემატიკური თუ გეომეტრიული პროგრესით აღარ ავა, მარა შემთხვევები იქნება.“ - განაცხადა გიორგი ხურციძემ.


close დახურვა