logo
ENG



ჩიქოვანის, გაგნიძისა და რევაზიშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს

09 ოქტ 202012:37
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანისა და არჩილ გაგნიძის საქმეს არსებითად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. 

როგორც არჩილ გაგნიძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოს არ ენდობა.

"ჩვენ ვირჩევთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს. მცხეთის რაიონულ სასამართლოში დარჩენილი მოსამართლეების მიმართ არ გვაქვს იმხელა ნდობა, რომ საქმის განხილვა მათ მივანდოთ. გვინდა, რომ საზოგადოებამ განიხილოს საქმე და მან მიიღოს გადაწყვეტილება", - განაცხადა ნემსიწვერიძემ.

შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლით 5 პირია დაკავებული - 2 არასრულწლოვანი და 3 სრულწლოვანი (გაგნიძე, ჩიქოვანი და რევაზიშვილი).

კანონმდებლობის თანახმად, არასრუწლოვნების საქმეების განხილვა ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტს არ ითვალისწინებს.

 

 


close დახურვა