logo
ENG



ჩიხლაძე: თუ მომატებულ შემთხვევებზე ნაკლებ ტესტირებას ჩაატარებ, რა თქმა უნდა აღარ გაგექცევა

14 სექ 202020:36
3 წუთის საკითხავი
 
qpdbklc5v5thhrk.jpg

ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მოსახლეობის ტესტირება შემცირებულია. 

ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ტესტირების შემცირებით ხელისუფლება ინფიცირებულთა სტატისტიკას აკონტროლებს. 

"საინტერესოა სტატისტიკა იგივე ტესტირებასთან მიმართებაში. მაშინ როდესაც ყოველდღე, წინა დღეზე მეტი ინფიცირებული გვყავს, ტესტირების რაოდენობა ბოლო დღეების განმავლობაში შედარებით იკლებს. იყო 12 000, შემდეგ 8 000-ზე მეტი, გუშინ 7 000-ზე მეტი და ამ დროს მთავრობა აცხადებს, რომ ჩვენ დავიჭირეთ პროცესი და აღარ მიდის პროგრესული ზრდა. თუ მომატებულ შემთხვევებზე ნაკლებ ტესტირებას ჩაატარებ, რა თქმა უნდა აღარ გაგექცევა", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.  

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკა მატულობს. წარმოიქმნა რამდენიმე ახალი კლასტერი. მხოლოდ დღეს, ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 165 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 108 აჭარაშია. 


close დახურვა