logo
ENG



ჩიხლაძე: მთავრობას ეგონა, რომ მუდამ 5-10 შემთხვევა იქნებოდა

22 სექ 202021:29
3 წუთის საკითხავი
 
ჩიხლაძე: მთავრობას ეგონა, რომ მუდამ 5-10 შემთხვევა იქნებოდა

სტრატეგია აღმაშენებელის წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მთავრობას ეგონა, რომ დღეში კორონავირუსის 5-10 შემთხვევა იქნებოდა, რისი მართვაც არ გაუჭირდებოდა.

როგორც მან "ფორმულას" გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა, მთავრობა ინფიცირების გაზრდილი რაოდენობისთვის არ მომზადებულა.

"ჯანდაცვის სამინისტროს, მთავრობას არ ჰქონდა სხვადასხვა სცენარისთვის დამუშავებული მზადება, მათ ეგონათ ალბათ, რომ იქნებოდა მუდამ 5-10 შემთხვევა, რომლის მართვა ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია. დღეში 50-ზე მეტი შემთხვევისთვის არანაირი მზადება არ ჩატარებული, როგორც ჩანს", - განაცხადა ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, პრობლემაა საქართველოში ექთნების სიმცირეც.

"ექიმების გარდა ქვეყანაში კატასტროფა გვჭირს ექთნებთან მიმართებაში. შეიძლება ითქვას, საერთოდ არ გვყავს ქვეყანაში ექთანი. 1 ექიმზე 4 ექთანი მაინც უნდა მოდიოდეს, ჩვენთან მოდის 1 ექიმზე 0.7 ექთანი და წარმოგიდგენიათ ათასობით პაციენტის მართვა ექთნების გარეშე? ყველა ექიმი რომ გადატრენინგებული იყოს, ფიზიკურად ვერ მოხდება ეს", - აღნიშნა ჩიხლაძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 3 913 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა