![pz5o70myfaxxcwt.jpg](/uploads_script3/news/pz5o70myfaxxcwt.jpg)
ჩრდილოეთ კორეა ადასტურებს, რომ სამხედრო სწავლებების ფარგლებში სამი რაკეტა გაუშვა. სახელმწიფო მედიამ წვრთნების ამსახველი ფოტომასალა გაავრცელა და აცხადებს, რომ სწავლებებს პირადად ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი ადევნებდა თვალს.
სამხედროებმა საარტილერიო იერიშების მიტანასა და საზეინიტო დანადგარებიდან ერთდროულად რაკეტების გაშვებაში ივარჯიშეს. წვრთნის მიზანი მოულოდნელი თავდასხმის შემთხვევაში, კონტრშეტევის მისატანად შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შემოწმება იყო.