logo
ENG



ჩრ.კორეა მეორე მნიშვნელოვანი გამოცდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას

14 დეკ 201913:32
3 წუთის საკითხავი
 
1hd7zfsc695geln.jpg

ჩრდილოეთ კორეა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეორე მნიშვნელოვანი გამოცდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, სოჰეს პოლიგონზე ჩატარებული ტესტი წარმატებით დასრულდა, მის შედეგებს კი ქვეყნის ბირთვული პოტენციალის გასაძლიერებლად გამოიყენებენ. გამოცდის სხვა დეტალებს ოფიციალური ფხენიანი არ ასაჯაროებს. ამავე პოლიგონზე ჩრდილოეთ კორეამ გასულ კვირას რაკეტის ძრავა გამოსცადა. 


close დახურვა