logo
ENG



ჩრდილო კორეის მხრიდან სამხრეთ კორეის საგუშაგო პოსტს ცეცხლი გაუხსნეს

03 მაი 202014:31
3 წუთის საკითხავი
 

გამთენიისას ჩრდილო კორეის მხრიდან სამხრეთის საგუშაგო პოსტის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რასაც საპასუხო სროლა მოყვა. გავრცელებული ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

სამხრეთ კორეის გენშტაბის განცხადებით, მათ პოსტზე თავდასხმის შემდეგ ცეცხლი ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით მხოლოდ ორჯერ გახსნეს.

ფხენიანის ლიდერი ბოლო სამი კვირის განმავლობაში არ ჩანდა. გამოითქვა არაერთი ვარაუდი, რომ ის მძიმედ ავად იყო. გაუჩინარების შემდეგ ის პირველად გუშინ გამოჩნდა და ქარხნის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

დონალდ ტრამპმა, რომელიც ჩრდილო კორეის ლიდერის გაუჩინარებაზე კომენტარს არ აკეთებდა, ამჯერად განაცხადა, რომ მისი გამოჩენით მოხარულია. 


close დახურვა