ჩრდილოეთ კორეა ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების წინააღმდეგ ზომების გამკაცრებას გეგმავს. სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელზეც პოლიტიკური ბიუროს სხდომაა ასახული. შეხვედრას კიმ ჩენ ინი ხელმძღვანელობს.
ფხენიანის ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში ამ დროისთვის ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა კარანტინში იმყოფება 500-ზე მეტი ადამიანი. პარალელურად, კიმ ჩენ ინი ავიაბაზასაც ესტუმრა და სამხედრო წვრთნას დაესწრო.