logo
ENG



ჩრდილოეთ კორეამ Covid-19-ის პირველი შემთხვევა დაადასტურა

12 მაი 202210:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/12/334c6r3lpkttiq7.jpg

პანდემიის დაწყებიდან პირველად ჩრდილოეთ კორეა Covid-19-ის  შემთხვევას ადასტურებს, რასაც "ყველაზე სერიოზული საგანგებო სიტუაცია უწოდეს". Reuters-ის ინფორმაციით, ქვეყანაში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილ სახელმწიფოდ მიიჩნევა, იზოლაცია გამოცხადდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მარტის თვემდე ჩრდილოეთ კორეას კოვიდით ინფიცირების არც ერთი შემთხვევის შესახებ არ განუცხადებია. ამასთან, უცნობია მონაცემები, მოსახლეობის ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 8 მაისს იმ პირების ნიმუშებში, რომელთაც მაღალი სიცხე ჰქონდათ, ომიკრონის შტამი დაუდასტურდათ.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ქალაქებსა და რეგიონებს უბრძანა, რომ მკაცრად ჩაკეტონ რეგიონები, რათა თავიდან აიცილონ კორონავირუსის გავრცელება.

მიუხედავად იმისა, რომ ფხენიანი ყოველთვის უარყოფდა ქვეყანაში პანდემიის არსებობას. აშშ-სა და სამხრეთ კორეაში ეეჭვებათ, რომ ჩრდილოეთ კორეაში კოვიდი არ ყოფილა, რადგანაც ის ფართოდ იყო გავრცელებული როგორც ჩინეთში, ისე სამხრეთ კორეაში.

2020 წელს პანდემიის დაწყების შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ მკაცრი საკარანტინო წესები შემოიღო და საზღვარი ჩაკეტა. გარდა ამისა, ქვეყანამ უარი თქვა ვაქცინის მიღებაზეც.


close დახურვა