ჩრდილოეთ კორეამ მასშტაბური სამხედრო წვრთნა ჩაატარა. სახელმწიფო მედიით გავრცელებულ ფოტომასალაში ჩანს, რომ სწავლებას ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი ხელმძღვანელობდა, მის უკან მდგომ სამხედრო ოფიცრებს კი პირბადეები ეკეთათ. ფხენიანი კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდებას ცდილობს.
ამ საკითხზე კიმ ჩენ ინმა მმართველი პარტიის შეხვედრაზეც ისაუბრა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, ვირუსის გავრცელება ქვეყანაში სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს, ამიტომ კიმ ჩენ ინმა ანტიეპიდემიურ სამსახურს პრევენციული ზომების გაძლიერება დაავალა.