ჩრდილოეთ კორეამ მორიგი სარაკეტო გამოცდა ჩაატარა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფხენიანმა მძიმე სარაკეტო გამშვები მოწყობილობა გამოსცადა.
ინფორმაციას მორიგი სარაკეტო გამოცდის შესახებ ადასტურებენ სამხრეთ კორეაში. მათი ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ დაუდგენელი ჭურვი იაპონიის ზღვის მიმართულებით გაუშვა.
მიუხედავად გაეროს მიერ შემუშავებული რეზოლუციებისა, რომლებიც ოფიციალურ ფხენიანს ბალისტიკური რაკეტების გამოცდას უკრძალავს, გასული თვის განმავლობაში ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ მიერ ჩატარებული რიგით მეოთხე სარაკეტო გამოცდაა.