logo
ENG



ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან ყველა სახის ურთიერთობა გაწყვიტა

09 ივნ 202020:03
3 წუთის საკითხავი
 
zbigtlped0xuf6n.jpg

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთთან ყველა სახის ურთიერთობა გაწყვიტა. შეჩერდა ცხელი ხაზის მოქმედება ქვეყნების ლიდერებს შორისაც. მიზეზად ფხენიანში სეულის მტრულ ნაბიჯებს ასახლებენ.

ჩრდილოეთი უკმაყოფილოა იმით, რომ სამხრეთ კორეაში გაქცეული ჩრდილოკორეელები კიმ ჩენ ინის ხელისუფლების წინააღმდეგ აგიტაციას ეწევიან.

გასულ კვირას  ჩრდილო კორეის ლიდერის დამ განაცხადა, რომ სამოკავშირეო ოფისი დაიხურება, თუ ის დეზერტირების ქმედებებს არ შეაჩერებს.

სამოკავშირეო ოფისი  კორეებს შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად 2018 წლის ისტორიული მოლაპარაკებების შემდეგ გაიხსნა. 


close დახურვა