logo
ENG



ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის საზღვართან სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა

16 ივნ 202014:50
3 წუთის საკითხავი
 

უკიდურესად დაიძაბა ვითარება კორეის ნახევარკუნძულზე. ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის საზღვართან  სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა. ამ ფაქტს წინ უძღოდა ფხენიანის მუქარა სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის არმია მზადაა მოქმედებებზე გადავიდეს, თუ სამხრეთ კორეაში გაქცეული მოქალაქეები კიმ ჩენ ინის ხელისუფლების  საწინააღმდეგო პროკლამაციების გავრცელებას განაგრძობენ. ჩრდილოეთ კორეის გენშტაბი დემილიტარიზებულ ზონებში ჯარის შეყვანის გეგმას ამზადებს. 


close დახურვა