logo
ENG



ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინის მამას იხსენებენ

17 დეკ 201918:47
3 წუთის საკითხავი
 
anaqaxyqu3s8o93.jpg

ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ირს იხსენებენ. ქვეყნის ყოფილი ლიდერის გარდაცვალებიდან 8 წელი გავიდა.

მამის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად კიმ ჩენ ინი მავზოლეუმში სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად მივიდა. უამინდობის მიუხედავად, სასახლეში დილიდან მიდიან რიგითი მოქალაქეებიც და ადგილზე ყვავილები მიაქვთ. გლოვის ნიშნად, ფხენიანში სახელმწიფო დროშებიც დაუშვეს.

ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ლიდერი, კიმ ჩენ ირი 2011 წლის 17 დეკემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა. 

 


close დახურვა