დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ოპოზციის გადაწყევტილება, არ დასწრებოდა კენჭისყრას, არასწორი იყო. როგორც ჩუგოშვილი აცხადებს, საარჩევნო ცვლილებების ჩაგდებას ორივე მხარე, მმართველი გუნდი და ოპოზიცია ცდილობდა, თუმცა საბოლოო ჯამში პარლამენტმა ცვლილებები მაინც მიიღო.
„დღევანდელი კენჭისყრა იყო საკმაოდ სარისკო. პირველ კენჭისყრაში მონაწილეობდა ევროპული საქართველოც და ხმების რაოდენობა იყო მეტი და საფრთხე ნაკლები იყო. დღეს იყო ძალიან სარისკოი და ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილი არ შემოვიდა კენჭისყრაზე და ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება, მიუხედავად ამისა სხდომათა დარბაზში აღმოჩნდა საკმარისი ხმები იმისთვის, რომ მეორე მოსმენით მიგვეღო ეს ცვლილებები. ჩვენ პირადად არც ხელსიუფლებას და არც ოპოზიციას არ მივეცით საშუალება რომ მორიგ ჯერზე ჩაეგდოთ საარჩვენო სისტემა, იმიტომ რომ ხან ერთისგან მოდიოდა ეს მცდელობები და ხან მეორესგან. მემგონი სწორი პოზიცია დავიჭერთ და საერთო ჯამში საფრხე აღარ ემუქრება ამ ცვლილებებს. სრული საფუძველი მაქვს ვიფიქრო რომ მესამე მოსმენითაც უპრობლემოდ გავა“,-აცხადებს ჩუგოშვილი.
115 მომხრე, 3 წინააღმდეგი - პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა 119-მა დეპუტატმა მიიღო.