ის მტკიცებები, რასაც ვისმენდით წარმოუდგენელია. როგორც იქცეოდნენ და როგორც მიდიოდა ეს პროცესი იმ კაცი წარმომადგენლების მხრიდან, რასაც ჰქონდა ადგილი მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ემსახურებოდა ჩვენი მდგომარეობიდან გამოყვანას, თუ ფორმიდან ამოგდებას, არ ვიცი, რა მიზანი ჰქონდათ.
[ფორმიდან ამოგდება] ვერ შეძლეს, იმიტომ, რომ ჩვენ ბოლომდე გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა და არც უპასუხოდ არ დაგვიტოვებია მათი არც ერთი თავხედობა.
[...] როგორც კი შედიოდნენ ჩიხში და როგორც კი სათქმელი აღარ იყო, გადადიოდნენ შეურაცხყოფებზე და ა.შ. არანაირად ჩვენი მიზანი ეს არ იყო. ჩვენ იქ მივედით იმისთვის, რომ ერთი, სამართლებრივი მხარე გაგვევლო ამ საქმის და მეორე, მტკიცებულებების ნაწილი. მათი მხრიდან, სრული დაკარგვა სახის და ამოვარდნა ყველაფრიდან არაერთხელ მოხდა და მგონი, საზოგადოებამ იხილა. სამწუხაროა, როცა სასამართლო და სხდომის თავმჯდომარე არ აკეთებს ასეთ დროს რეაგირებას, როცა ასეთი რამ ხდება. იმიტომ, რომ სასამართლოს სხდომის წამყვანს ევალება არა მხოლოდ ის, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმეზე, არამედ ის, რომ უზრუნველყოს, სათანადო გარემოში მიმდინარებდეს პროცესი, დაცული იყოს ის წესები, რომელიც აუცილებელია პროცესის სწორად წარსამართად. ეს ცალმხრივობა სხდომის წაყვანას ძალიან მკაფიოდ ახასიათებდა და ამას მუდმივად ვგრძნობდით, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ გვეთქვა ის ყველაფერი, რაც უნდა გვეთქვა.