logo
ENG



ჩცდ ფორმულაზე 26 ივნისს ბრუნდება

21 ივნ 202020:13
3 წუთის საკითხავი
 

ქართულ ტელესივრცეში ყველაზე პოპულარული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები" ეკრანზე კიდევ ერთხელ ბრუნდება. იძულებითი კარანტინის დროს შეჩერებული მე-16 სეზონი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 26 ივნისიდან გაგრძელდება. კარანტინის დროს გადაღებული სპეციალური სერიების შემდეგ, "ჩემი ცოლის დაქალების" ცნობილი პერსონაჟები ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებიან.

მაყურებლის საყვარელი გმირების თბილისური ამბები, ჭორები, სასიყვარულო დრამები და ოჯახური თავგადასავლები თქვენს ოჯახებში დაბრუნდება. ნახავთ,  რა ბედი ელის ვაკის მუზეუმს, ქეთისა და ზაზას რთულ ურთიერთობას, ბოტების ქარხანას, სანის მამუკასა და ელენეს სასიყვარულო ისტორიას, ნინას და დათოს მრავალშვილიან ოჯახს, მაქსიმეს და დეას და ლეკასა და ბაქარის უჩვეულო ცოლქმრულ ყოფას. 61-ე სერია „ფორმულაზე“ პარასკევს, 26 ივნისს, ზუსტად 23 საათზე დაიწყება. 


close დახურვა