logo
ENG



ჩხაიძის თქმით, ის და მისი ოჯახის წევრებიც მუქარებს იღებენ

31 იან 202314:15
3 წუთის საკითხავი
 

ვივამედის კლინიკური დირექტორი, ზურა ჩხაიძე ამბობს, რომ კლინიკის პერსონალსა და მათი ოჯახის წევრებზე მუქარა და ზეწოლა ხორციელდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა. ჩხაიძის თქმით, პირადად ის და მისი ოჯახის წევრებიც იღებენ მუქარებს.

"კლინიკის პერსონალი წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ მუშაობს, წარმოუდგენელი მუქარების ქვეშ. უკვე გადავიდნე მუქარებზე, არა ჩვენზე კონკრეტულად, არამედ ოჯახის წევრებზეც. ამიტომ ყველა ეს ადამიანი დასახელდება, ყველა ამ ადამიანით დაკავდება შესაბამისი სამსახურები, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს და ყველა ამ ქმედებას მოჰყვება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა", - თქვა ჩხაიძე.

რაც შეეხება სააკაშვილის გონების დაკარგვას, ჩხაიძე ამბობს, რომ მედპერსონალი შემთხვევის დროს ადგილზე არ ყოფილა და ექთანმა უკვე საწოლში მოინახულა პაციენტი. მისივე თქმით, სააკაშვილი ტკივილს არ უჩივის და არც თავი დაურტყამს. 


close დახურვა