logo
ENG



ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს

16 დეკ 202113:24
3 წუთის საკითხავი
 

ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს. ქართული ოცნების კანდიდატმა საჭირო 14 ხმის მოპოვება ვერ შეძლო.

ახლადარჩეულ საკრებულოში სულ 27 წევრია. არჩევნების შედეგებით, „ქართულ ოცნებას 12 წევრი ჰყავს, ენმ-ს - 7, გახარიას პარტია საქართველოსთვის - 7, ლელოს კი – 1. ნაციონალური მოძრაობის წევრები სხდომას კვორუმის შესაქმნელად დაესწრნენ, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ქართული ოცნების კანდიდატმა, ჯუმბერ იზორიამ 12 ხმა მიიღო, ხოლო 7 ბიულეტენი გაბათილდა.

პარტია საქართველოსთვის წევრები გეგმავენ, რომ დღესვე თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატი დააყენონ. ამ ეტაპისთვის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.


close დახურვა