შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩხოროწყუში, 23 აგვისტოს ახალგაზრდა კაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1992 წელს დაბადებული პირი.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ პირსა და მის ძმას ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა.
დაჭრილი პირები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.