logo
ENG



ცაგერის ყოფილი მერი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად დაინიშნა

27 აგვ 202420:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/27/ys5sxnpo4214rhg.jpg

ცაგერის ყოფილი მერი ლევან ზალკალიანი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად დაინიშნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მანამდე ზალკალიანი ცაგერის მერის პოსტს იკავებდა. მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. 

"ლევან ზალკალიანი ამ დრომდე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პოზიციას იკავებდა. ასევე, იყო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.

სხვადასხვა დროს მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ შორის 11 წლის განმავლობაში - ამბროლაურის რაიონულ პროკურორად. მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება"- ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა