დღევანდელი შეხვედრები იყო ძალზედ სასარგებლო იმისათვის, რომ ჩავწვდომოდით მთავრობის მენტალობას, პარლამენტარების მენტალობას, როგორ ფიქრობენ ისინი. ასევე შეხვედრები არასამთავრობოებთან თვალის ამხელი იყო. ჩვენი გზავნილი ნათელია, ნათელია ის, რომ საქართველოს ხალხმა გადაწყვიტა, რომ უნდა იმოძრაოს ევროკავშირისკენ და იზიარებს ევროკავშირის ღირებულებებს. არის მხოლოდ ორი არჩევანი - ევროკავშირისკენ ან რუსული გავლენისკენ. სხვა შესაძლებლობები არ არსებობს. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილებები მრავალი მიმართულებით, ვიზალიბერალიზაციის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, 9 ნაბიჯთან მიმართებაში, რომელიც სახელმწიფოს მთავრობამ უნდა შეასრულოს და ისეთი დაპირებები გასცა საქართველოს მთავრობამ, რომლებსაც არ ასრულებს.
ცაჰკანა: არის მხოლოდ ორი არჩევანი - ევროკავშირისკენ ან რუსული გავლენისკენ
15 მაი 202419:58
3 წუთის საკითხავი