logo
ENG



ცაჰკნა რუსების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე: თავხედური, უპრეცედენტო შემოჭრაა

19 სექ 202519:11
3 წუთის საკითხავი
 
2025/09/19/3hlv4hhgildt8jn.jpg

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, რუსების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა.

ამასთანავე, იგი აღნიშნულ ფაქტს უპრეცედენტო და თავხედურ შემოჭრას უწოდებს, რაც მისი თქმით, რუსეთის მზარდ აგრესიას მოწმობს.

"დღეს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა ესტონეთის საჰაერო სივრცის მორიგი დარღვევის გამო, როდესაც სამი რუსული MiG-31 ფინეთის ყურის თავზე ჩვენს საჰაერო სივრცეში 12 წუთის განმავლობაში შემოფრინდა.

ეს არის უპრეცედენტო და თავხედური შემოჭრა, რაც რუსეთის მზარდი აგრესიის აშკარა მტკიცებულებაა.

ასეთი ქმედებები დაუშვებელია და მათ უნდა მოჰყვეს სწრაფი პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა", - წერს ცაჰკნა სოციალურ ქსელში.

რამდენიმე წუთის წინ Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 3-მა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და დედაქალაქ ტალინის მახლობლად, დაახლოებით, 12 წუთი წრიულ მოძრაობებს აკეთებდა.


close დახურვა