logo
ENG



ცენზურა კანონის სახელით - შაბათის ფორმულა

11 თებ 202320:29
3 წუთის საკითხავი
clock 395

კრიტიკული მედიის გაჩუმების ახალი გეგმა, 5 ივლისის ავტორებისგან. ცენზურის ახალ ფორმას, ხელისუფლება ამჯერად კანონის სახელით ფუთავს. პარლამენტის თავმჯდომარემ აკრძალვების 6-პუნქტიანი გეგმა უკვე მოამზადა, რომლის დარღვევა ჟურნალისტებისთვის სანქციების ამოქმედების, ანუ საპარლამენტო აკრედიტაციის შეჩერების მიზეზი ხდება. აკრძალვების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და მისი ამოქმედება ყოველდღიურობაში ასე ითარგმნება - პარლამენტში მუშაობას კრიტიკული მედიის წარმომადგენლები უბრალოდ ვეღარ შეძლებენ. აკრძალვაში პირდაპირ წერია, რომ თუ რესპონდენტს პასუხის გაცემა არ სურს, მას კითხვა უბრალოდ აღარ უნდა დავუსვათ, თორემ აკრედიტაციას შეგვიჩერებენ. საკუთარი სურვილით კი ჩვენთან ინტერვიუს, უკვე რამდენიმე წელია, ხელისუფლების არც ერთი წარმომდგენელი არ თანხმდება, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა.


close დახურვა