logo
ENG



ცერცვაძე: გაიდლაინში პლაქვენილზე ცვლილება არ მომხდარა

28 აპრ 202014:28
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობა კვლავ პლაქვენილით გაგრძელდება.

„ზოგადად, საქართველოს აქვს სხვა ქვეყნებთან შედარებით კარგი მდგომარეობა - სულ 511 ინფიცირებულია. სულ 6 გარდაცვლილი პაციენტია, რაც ერთ-ერთი საუკეთესო ამჩვენებელია ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში. ეს მიუთითებს, რომ მმკურნალობის ტაქტიკა სწორია. ჩვენთან მკურნალობა ხორციელდება 10 კლინიკაში, ერთიანი სქემით. ამავე დროს, თითოეულ პაციენტთან მკურნალობის საკითხი ინდივიდუალური მიდგომით წყდება, რადგან კოვიდი ახალია. გვიხდება გზადაგზა მივიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები - ჯერჯერბოით წარმატებით.

"პლაქვენილთან დაკავშირებით გაიდლაინში ცვლილება არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა შენიშვნები ექიმებისა და ექსპერტის მხრივ, რომ პლაქვენილი შესაძლოა არ იყოს ისე ეფექტური, როგორიც ეგონათ თავიდან, ამის მიუხედავად ამერიკის წამლის სააგენტომ, რომელიც წყვეტს მსოფლიოში რა მედიკამენტი უნდა იყოს ხმარებული დაავადების დროს, მას არ შეუცლვია გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა 28 ამრტს, სადაც რეკომენდაცია მისცა მხოლოდ პლაქველინს. სანამ ეს ორგანო არ გადახედავს თვის გადაწყვეტილებას, მანამდე პლაქველინი კვლავ ძირითად საშუალებად რჩება“, - განაცხადა ცეერცვაზემ.


close დახურვა