logo
ENG



ცერცვაძე: ვირუსის მეოთხეული გადაცემა არ ფიქსირდება

18 მარ 202019:28
3 წუთის საკითხავი
clock 385
8n3bjfws6fwj14x.png

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამჟამად კლინიკაში მყოფი 46 ავადმყოფიდან 30 აქვს დადასტურებული კორონავირუსი.

ცერცვაძის თქმით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„ჩვენს კლინიკაში ამჟამად წევს 46 ავადმყოფი. მათგან 30 კორონავირუსით. 7 პაციენტი წევს ქვეყნის სხვა კლინიკებში. 1 გაჯანმრთელებული გაეწერა. ამ მომენტისთვის საქართველოში დადასტურებულია 38 შემთხვევა. 37 - დან ორის მდგომარეობა მძიმეა. რამდენიმეს მდგომარეობა პრობლემურია, რადგან აქვთ ასაკი. სულ პნევმონია აქვს 11 ავადმყოფს.

გამოჯანმრთელების კანდიდატი ვინც იყო, მისი ანალიზები გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიებში. ჩემი პირადი მოსაზრებაა, მეოთხეული გავრცელება არაა. პაციენტი ამბობდა დიდი ალბათობით ვისგან დაინფიცირდა. თუ არის მეოთხეული, ეს არის ერთი შემთხვევა. იცის ვისგან გადაედო, მაგრამ დარწმუნებით არა. არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ცერცვაძემ.


close დახურვა