logo
ENG



ცერცვაძე: საქართველოში ვაქცინის შემოტანის პროცესმა ერთი ან ორი კვირით გადაიწია

21 თებ 202122:12
3 წუთის საკითხავი
 
ცერცვაძე: საქართველოში ვაქცინის შემოტანის პროცესმა ერთი ან ორი კვირით გადაიწია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანის პროცესმა ერთი ან ორი კვირით გადაიწია. 

მისი განცხადებით, "იყო მოლაპარაკებები, რომ ვაქცინა უკვე ქვეყანაში უნდა ყოფილიყო, თუმცა ყოველთვის ყველა შეთანხმება მკაცრად დროში ვერ სრულდება".

"არ მგონია, რომ ეს ტრაგედია იყოს, თუ შემდგომი გეგმა ვაქცინაციის შესრულდება ისე კარგად, როგორც დაგეგმილია და როგორც არის შეპირებები. სავარაუდოდ, ვაქცინა იქნება მარტის პირველ კვირაში ან პირველ-ორ კვირაში. ასე რომ ცდომილება იმ მოლოდინში, რაც ჰქონდა სახელმწიფოს და ამ რეალობას შორის, არის ერთი კვირა", - უთხრა მან საზოგადოებრივ მაუწყებელს.

საქართველოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში თებერვლის ბოლომდე ფაიზერის 29 250 დოზა ვაქცინა შემოვიდოდა. დღეს, 21 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ "უახლოეს დღეებში სახელმწიფო პანდემიასთან ბრძოლის მთავარ იარაღს - ვაქცინებს ელის".


close დახურვა