logo
ENG



ცერცვაძე: სიკვდილიანობამ ერთეულებით მოიმატა, სხვა ქვეყნები ასეთ მაჩვენებლებზე ოცნებობენ

12 ოქტ 202018:05
3 წუთის საკითხავი
clock 872
ცერცვაძე: სიკვდილიანობამ ერთეულებით მოიმატა, სხვა ქვეყნები ასეთ მაჩვენებლებზე ოცნებობენ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდა მოსალოდნელი და გარდაუვალი იყო.

ამასთან, ცერცვაძის თქმით, საქართველო კვლავ ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც ერთ სულ მოსახლეზე გარდაცვლილთა დაბალი რიცხვი ფიქსირდება. 

"ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ფიქსირდება შემთხვევების მატება, გარკვეული დასტაბილიზებით, მაგრამ მაინც მატება. ასევე სიკვდილიანობა, მართალია ერთეულით, მაგრამ მაინც მატება. ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის. შემთხვევების ეს ზრდა იყო გარდაუვალი და მოსალოდნელი. რაც შეეხება სიკვდილიანობის ზრდას - მაქსიმალური სიკვდილიანობა რაც საქართველოში დაფიქსირდა იყო 7 შემთხვევა. ერთეული შემთხვევებით მოიმატა სიკვდილიანობამ. ეს საქართველოსთვის არის ბევრი, თორემ სხვა ქვეყნები ასეთ მაჩვენებლებზე ოცნებობენ. საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც დღემდე ჰყავს გარდაცვლილთა საოცრად დაბალი რიცხვი", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ. 

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან 8 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 93 პაციენტს შეადგენს. 


close დახურვა