logo
ENG



ცერცვაძე ვაქცინაციაზე: ჩვენზე წინ დადგნენ ის ქვეყნები, პირველ რიგში, ვინც აწარმოებდა

02 ივლ 202123:58
3 წუთის საკითხავი
clock 1370
ცერცვაძე ვაქცინაციაზე: ჩვენზე წინ დადგნენ ის ქვეყნები, პირველ რიგში, ვინც აწარმოებდა

ნამდვილად არის ყველაზე სუსტი რგოლი ჩვენს კოვიდსაწინააღმდეგო კამპანიაში და აქ ადგილი ჰქონდა დაგვიანებას. მე არ ვარ არც საკოორდინაციო და არც ვაქცინაციის საბჭოს წევრი და დეტალური მიზეზები არ ვიცი, მაგრამ ვუსმენდი პაატას და ვიზიარებ მის მოსაზრებას - რომ საქართველოს ჰყავს ძალიან მოტივირებული მთავრობა და ჯანდაცვის მესვეურები, მაგრამ არ აქვს ეკონომიკური რესურსი და გავლენა მსოფლიოს რუკაზე, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მცირე ქვეყანა მოსახლეობით, ტერიტორიით, ეკონომიკური რესურსებით.

ვაქცინაციას ერთმანეთს ასწრებდა ყველა, ჩვენზე წინ დადგნენ ის ქვეყნები, პირველ რიგში, ვინც თვითონ აწარმოებდა ვაქცინას. როგორ შეიძლება ჩვენ აშშ-ს, ინგლისს ან სხვა ქვეყნებს შევედაროთ, რომლებიც თვითონ აწარმოებდნენ ვაქცინას და რა თქმა უნდა, მათი მოსახლეობისთვის გადადებდნენ ვაქცინას. ჩვენ არ გვაქვს იმდენი ფული, რომ გადაგვეხადა სხვაზე ორჯერ მეტი და საქართველოს მიეღო სხვაზე ადრე.


close დახურვა