logo
ENG



ცესკო - აქტივობა 10:00 საათზე: 2021 წელს - 7.41%; 2020 წელს - 8.33%; 2017 წელს - 6.74%

02 ოქტ 202111:28
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ცესკოს განცხადებით, საქართველოში საარჩევნო უბნებზე აქტივობა 10:00 საათისთვის 7.41%-ია. 

ეს ნიშნავს რომ არჩევნებზე 10 საათისთვის მივიდა 259 273 ადამიანი. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 10:00 საათისთვის აქტივობამ 8.33% შეადგინა. 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე - 6.74%

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 8.34%; 

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. 

ოპოზიცია მას რეფერენდუმს უწოდებს. 

შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. 


close დახურვა