logo
ENG



ცესკო - აქტივობა 15:00 საათზე: 2021 წელს 33.18%; 2020 წელს - 36.45%; 2017 წელს - 29.84%

02 ოქტ 202116:16
3 წუთის საკითხავი
 
ცესკო - აქტივობა 15:00 საათზე: 2021 წელს 33.18%; 2020 წელს - 36.45%; 2017 წელს - 29.84%
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 33.18% შეადგინა. 

ეს 1 160 413 ადამიანია. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმავე დროს ამომრჩეველთა აქტივობამ 36.45% შეადგინა; 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე - 29.84%; 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 34.79%; 

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. 

საა​რჩევნო უბნები 08:00 საათიდან გახსნილია. თუმცა, ზოგიერთი უბანი დაგვიანებით გაიხსნა. 

ოპოზიცია დღევანელ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. 

შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.


close დახურვა