მაცხოვრის აღდგომის ტაძარი ცარიელია. წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს მღვდელმსახურები მრევლის გარეშე შეასრულებენ. კუვუკლიიდან ცეცხლს მსოფლიო პატრიარქი გამოიტანს. ცერემონიას ეკლესიის გარეთ დაელოდებიან სხვა სასულიერო პირები და დიპლომატები.
უკვე ერთი საათია მაცხოვრის ტაძარში მიმდინარეობს ლიტურგია, რომელსაც იერუსალიმის პატრიარქი თოეფილე მესამე უძღვება. პანდემიის გამო მრევლს არ აქვს ეკლესიასთან შეკრების და შესვლის უფლება. იქ მხოლოდ სასულიერო პირები იმყოფებიან, გარეთ კი პოლიციის ქვედანაყოფებია მობილიზებული.
ცეცხლის გადმოსვლის რიტუალის სანახავად იერუსალიმში ათასობით მორწმუნე ჩადის ხოლმე.
მაცხოვრის აღდგომის ტაძრის კარს ყოველ დილით ლიტურგიის დაწყებამდე აღებს მცველი, შედეგ შედიან სასულიერო პირები და უკვე ლიტურგიის შემდეგ ცეცხლის გადმოსვლის რიტუალის შესრულებას ელოდებიან.