logo
ENG



ცინცინატის მასტერსი - 1/8 ფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია

25 აგვ 202010:37
3 წუთის საკითხავი
 

24 აგვისტოს, ცინცინატის მასტერსის 1/16 ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა და ჩოგბურთელები 1/8 ფინალური ეტაპისთვის დაწყვილდნენ. 

პირველი მატჩი ჩაატარა და მასტერსი გამარჯვებით დაიწყო მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. მან 2 სეტში ლიეტუველი ჩოგბურთელი დაამარცხა. პირველი სენსაცია დაფიქსირდა ცინცინატის მასტერსზე, მეორე ნომრად განთესილი დომინიკ ტიმი ორ სეტში უშანსოდ დამარცხდა წარმოშობით სერბ კრაინოვიჩთან. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ენდი მარიმ კი დიდხნიანი პაუზის შემდეგ პირველად მიიღო სლემზე მონაწილეობა და 1/16 ფინალში ერთ-ერთი ფავორიტი, გერმანელი - ალექსანდრ ზვერევი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. 

1/8 ფინალური მატჩები დღეს 19:00 საათიდან გაიმართება. 


close დახურვა