თიბისის ციფრული ბანკი სფეისი საქართველოში იხურება. სფეისის სერვისებისა და აპლიკაციის გამოყენებას მომხმარებლები 31 მარტის ჩათვლით შეძლებენ, აპრილიდან კი ბანკი გაუქმდება.
მათი ცნობით, მომხმარებლების სესხები, ანაბრები, განვადებები და ბარათები ავტომატურად გადავადა თიბისი ბანკში.
ის მომხმარებლები, რომლების სფეისს იყენებენ, მაგრამ არ არიან თიბისი ბანკის მომხმარებლები, დამატებით შეტყობინებას მობილურზე მიიღებენ.
კომპანიის ცნობით, საქმიანობას საერთაშორისო ბაზარზე გააგრძელებენ.