logo
ENG



ციციშვილის კლინიკის რეანიმაციაში 16 ინფიცირებული ბავშვია, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა

08 სექ 202117:24
3 წუთის საკითხავი
 

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 16 კოვიდინფიცირებული ბავშვი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ეს ჟურნალისტებს ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა უთხრა. 

ექიმის თქმით, კლინიკაში მოთავსებული პაციენტების ნახევარი წლამდე ასაკის ბავშვია.

"50-ზე მეტი პაციენტია და აქედან დაახლოებით ნახევარი არის წლამდე ასაკის ბავშვები. პირდაპირ სამშობიაროდან გადმოყვანილი ბავშვებიც არიან, რომლებიც მკურნალობენ, უმეტესობა გამოჯანმრთელებულ მდგომარეობაში ეწერება სახლში. რეანიმაციული განყოფილებაში არის 16 პაციენტი, მხოლოდ ერთი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, დანარჩენ შემთხვევაში, მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე არ არის", - ამბობს რეხვიაშვილი. 

კლინიკაში ასევე მკურნალობს 15 დღის კოვიდინფიცირებული ჩვილი, რომელიც სავარაუდოდ, ოჯახის წევრებისგან დაინფიცირდა. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. 

8 სექტემბრის მონაცემებით, გამოვლინდა კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა, 60 ადამიანი კი გარდაიცვალა.


close დახურვა