logo
ENG



ციხეში უნდა დალპეს ყველა - ფოთში მოკლული კაცის მამა დამნაშავეების დასჯას ითხოვს

05 ივლ 202012:16
3 წუთის საკითხავი
 

სამართალდამცველები ფოთში მომხდარი სასტიკ მკვლელობის სხვა ფიგურანტების დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში 10-მდე ადამიანი მონაწილეობდა, ამ დროისთვის კი მხოლოდ 3 მათგანია დაკავებული.

გარდაცვლილის მამა ადასტურებს, რომ მის შვილს წარსულში კრიმინალურ ავტორიტეტებთან ჰქონდა ურთიერთობა და მათთან უთანხმოებაც მოუვიდა. ის მისი შვილის მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს.

„ყველა უნდა დაიჭირონ, შვილი მომიკლეს. მცემეს მეც, მომკლავდნენ, ალბათ,  მეზობლები რომ არ გამოსულიყვნენ და არ ეყვირათ. ყველა უნდა დაისაჯოს და დალპეს ციხეში, ვინც შვილი ასე მომიკლა. ძაღლსაც არ მოკლავდნენ ასე“, - განაცხადა მოკლულის მამამ.

45 წლის კაცი ე.წ. კრიმინალური გარჩევის მსხვერპლი გახდა. ის გაიტაცეს და სცემეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.


close დახურვა