logo
ENG



ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა

17 თებ 202320:29
3 წუთის საკითხავი
 

"დასასჯელი არ დაისაჯა, მკვლელობები გაგრძელდება" - ასე აფასებს ქმრის მიერ მოკლული ქალის დედა სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას. კაცს, რომელმაც მოძრავ ავტობუსში ცოლი შვილების თვალწინ მოკლა, 20-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მსხვერპლის ოჯახი უვადო სასჯელს ითხოვდა. განაჩენს ასაჩივრებს დაკავებულის ადვოკატი და ამტკიცებს, რომ კაცი სრულად შეურაცხადიასამხარაულის დასკვნაში კი შეზღუდულ შეურაცხადობაზეა ლაპარაკი. მოკლულის დედა ხელახალ ექსპერტიზას მოითხოვს და ამბობს, რომ სასტიკი დანაშაული სიძემ განზრახ ჩაიდინა.


close დახურვა