პატრიოტიზმი არამზადების უკანასკნელი თავშესაფარი რომ არის ეს ინგლისელმა მწერალმა და კრიტიკოსმა სამი საუკუნის წინ თქვა. ივანიშვილმა ისევე როგორც პუტინმა ეს თავშესაფარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად არაერთხელ გამოიყენა, მაგრამ ახლა ამას ორივემ ცრუ კონსერვატიზმი დაუმატა, რაღა თქმა უნდა გაუკუღმართებული სახით. მას მერე რაც ევროპაში სიდიდით მეორე პარტიამ, ევროპელმა სოციალისტებმა, ქართული ოცნების უსაქციელობის გამო მათთან პარტნიორობის გაწყვეტა დააანონსეს, ოცნებამ ახალი პროპაგანდა ააგორა. ერთი კვირაა დიდიან პატარიანად ყველანი კონსერვატიზმზე ალაპარაკდნენ. ჩვენი ღირებულებები გვაქვს დასაცავი და დასავლეთში კი ტრადიციებსა და ოჯახს პატივს აღარ სცემენო. როგორ ცდილობენ ცრუ კონსერვატორები საზოგადოების ჩათრევას ცრუ კამათში. რა არის რეალურად კონსერვატიზმი და აქვს თუ არა რაიმე საერთო კავშირი ოლიგარქის პარტიას, რომელიმე ტრადიციულ პოლიტიკურ იდეოლოგიასთან.
ცრუ კონსერვატიზმი - დროება
14 მაი 202320:00
3 წუთის საკითხავი