logo
ENG



ცუკერბერგს წარმოამდგენელთა პალატაში ბრალდებები წაუყენეს

24 ოქტ 201913:07
3 წუთის საკითხავი
 
jw0rzep5m40izzl.jpg

Facebook-ის დამფუძნებელს მარკ ცუკერბერგს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში მოუსმინეს.

მას ონლაინ სივრცეში ბავშვთა ექსპლოატაციისა და პოლიტიკური დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასთან უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

ცუკერბერგმა ფეისბუქის ციფრულ ვალუტაზეც ისაუბრა. ამერიკელი კანონმდებლების განმარტებით, წარსულში განვითარებული მოვლენების ფონზე გაურკვეველია რატომ უნდა უზრუნველყოს სოციალურმა ქსელმა ორ მილიარდზე მეტი ადამიანებისთვის ფინანსური სერვისების მიწოდება.

ფეისბუქის დამფუძნებელმა არჩევნებში ჩარევის, თავისუფალი სიტყვის, სიძულვილისა და ყალბი ამბების ირგვლივ დასმულ შეკითხვებზე თავის გამართლება სცადა. 


close დახურვა