logo
ENG



ცქიტიშვილი: 21:00-დან გადაადგილების შეზღუდვის შეცვლა, ამ ეტაპზე არაა შესაძლებელი

27 იან 202114:59
3 წუთის საკითხავი
 
ცქიტიშვილი: 21:00-დან გადაადგილების შეზღუდვის შეცვლა, ამ ეტაპზე არაა შესაძლებელი

ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, გადაწყვეტილების გადახედვა, რომ 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა შეიცვალოს, ან შაბათ-კვირის შეზღუდვა ბიზნესისთვის, არ გავრცელდეს, "ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი". ეს განცხადება მან ბიზნესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა და თქვა, რომ ეს საკითხები მათთან არც განუხილავს. 

"ჩვენ ამაზე არც გვისაუბრია. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს იმისათვის, რათა ბიზნესსაც ავუხსნათ, უფრო კარგად გაიგონ, რატომ არის ეს გადაწყვეტილებები ასეთი სახით მიღებული. ჩვენი საუბარი, სამაგიროდ, ეხება იმას, რა უნდა გავაკეთოთ, რათა ოპერირება იყოს გამართული, უსაფრთხო", - თქვა მაია ცქიტიშვილმა.


close დახურვა