"ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენი დაკარგავს სამსახურს",- ასე უპასუხა მედიის შეკითხვას ინფრასტქტურის მინისტრმა იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს მთავრობა უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დახმარებას. მაია ცქიტიშვილის თქმით, ახლა ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია.
"ამაზე პასუხის დღეს ვერ გვექნება, ამიტომ ნებისმიერი დაპირება თითქოს დავეხმარებით ამდენ ათას ადამიანს, საფუძველს მოკლებული იქნება. ჩვენ შევძლებთ კონკრეტული ციფრების, თანხების, რაოდენობის დასახლებას, მას შემდეგ, რაც შევძლებთ თუნდაც აპრილში შევაფასოთ, რამდენმა დაკარგა სამსახური მარტში. შესაბამისად მაისში შევძლებთ იმის შეფასებას, რამდენმა დაკარგა აპრილში სამსახური და ა.შ. პირველი რაც აღვნიშნე ისაა, რომ ვიმედოვნებთ იმ დახმარებების პაკეტით რაც შევთავაზეთ ბიზენსს, შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს. იმედი გვაქვს სოლიდარობის შედეგად, არ გვეყოლება ბევრი ადამიანები, რომელმაც შესაძლოა დაკარგო სამსახური",-განაცხადა ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, მინისტრის თქმით, მათზეც იმავე შეღავათები ვრცელდება, რაც მთავრობამ ბოლო პერიოდში დააწესა.
"ამ ნაწილშიც ვავრცელებთ უკვე გაჟღერებულ შეღავათებს, რაც თუნდაც ეხება დასუფთავებას, ელექტოენერგიის, გაზის მოხმარებას. ასევე ბანკებისა და მიკროსაფინანსოების შეთავაზება სესხების გადავადებასთან დაკავშირებით. ასეთი დახმარება ვრცელდება მილიონ 200 ათას ოჯახზე და მათ შორისაა თვითდასაქმებულებიც,-აღნიშნა ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, საშემოსავლო სამსახურში აღირიცხება გადასახდი, რაც თითოეულ ადამიანზე ირიცხება და ამ გზით მთავრობა შეძლებს შეაფასოს რამდენმა ადამიანმა არ ან ვერ მიიღო ხელფასი.