logo
ENG



ცქიტიშვილი კარანტინის დარღვევებზე: მოვუწოდებ ყველას დარეკონ 112-ში

03 აპრ 202013:09
3 წუთის საკითხავი
 

"იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეებს აქვთ ინფორმაცია დარღვევებზე, მოვუწოდებ მიმართონ შესაბამის ორგანოებს ან დარეკონ 112-ში, რათა ჩვენც დაგვეხმარონ და გავამკაცროთ კონტროლი",- ასე ეხმაურება ინფრასტრუქტურის მინისტრი მოქალაქეების მიერ კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტებს.

მისივე თქმით, ამჟამად ბევრი დარღვევა ფიქსირდება, რაც დაუშვებელია და ყველას მოეთხოვება სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

"სამწუხაროდ ბევრი ადამიანია დაჯარიმებული კომენდანტის საათის დარღვევის გამო და არიან ადამიანები, რომელთაც პასუხისმგებლობა არ აქვთ გააზრებული. ჩვენ ყველამ უნდა გამოვიჩინოთ ეს პასუხისმგებლობა და მოვუწოდოთ ყველას, მათ შორის ბიზნესაც, თუ დარღვევაა, აღმოფრქვან. მოვუწოდოთ, რომ დავიცვათ სოციალური დისტანცია და საჭირო შემთხვევაში ინფორმაცია მივაწოდოთ სამართალდამცველ ორგანოებს",-განმარტა ცქიტიშილმა. 

რაც შეეხება 3-ზე მეტი ადამიანის შეკრებას, მისი თქმით, არსებობს გამონაკლისები, რომელზეც აღნიშნული აკრძალვა ვერ გავრცელდება.


close დახურვა